უნივერსიტეტის ისტორია

2022 წლის 21 ივლისს მედცენტრის მრჩეველთა აკადემიური საბჭოს წინადადებისა და დამფუძნებელი პარტნიორების გადაწყვეტილების - სადამფუძნებლო შეთანხმების საფუძველზე,  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაფუძნდა სასწავლო უნივერსიტეტი - შპს ,,ავიცენა -ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი.” ძირითად საქმიანობად განისაზღვრა მედიცინის მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება.

ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტმა, დასავლური სტანდარტებით სწავლა -სწავლებისა და კვლევის თანამედროვე და ინოვაციური მეთოდების გამოყენების, ინტერნაციონალიზაციის, საერთაშორისო ურთიერთოებების განვითარების, ცოდნის შექმნისა და გაზიარების საფუძველზე, ამოცანად დასახა  დევიზი: ,,ისწავლე სიცოცხლისთვის’’ აქციოს რეალობად და რეგიონში დამკვიდრდეს, როგორც ძლიერი აკადემიური პლატფორმა მედიცინის მიმართულებით მაღალი ხარისხის განათლების მისაღებად. უნივერსიტეტი, დამფუძნებელი ორგანიზაციები, თავისი საქმიანობისა და  საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით სფეროში გამოცდილების მქონე პერსონალის ისტორიაზე დაყრდნობით, მოიცავენ ჯანდაცვის ყველა სფეროს - პრევენციიდან რეაბილიტაციამდე, რაც იძლევა შესაძლებლობას მოამზადდეს  კონკურენტუნარიანი, დასავლური სამედიცინო სფეროს გამოწვევებზე მოპასუხე  პროფესიონალი კადრები, რაც დადებითად აისახება როგორც რეგიონის ჯანდაცვის სფეროს განვითარებაზე, ასევე თავად სამედიცინო განათლების ხარისხზე.

scroll up