საჯარო ლექცია თემაზე: „ პანდემიები და ვირუსულ - იმუნური კოევოლუცია“

26 თებ

ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო სემესტრის დაწყების აღსანიშნად 26 თებერვალს 16:00 საათზე ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე: „პანდემიები და ვირუსულ - იმუნური კოევოლუცია“.

ლექციაზე განხილული იქნება ადამიანის ინფექციების გამომწვევი სხვადასხვა ვირუსის (კორონავირუსების, გრიპის ვირუსების, აივ/შიდსის, ჰეპატიტების გამომწვევი ვირუსების, ჰერპესვირუსების, პაპილომავირუსების) ადამიანის იმუნური სისტემისგან თავდაცვისა და „გაქცევის“ მექანიზმები, ვირუსების ევოლუციის ძირითადი კანონზომიერებები და პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს, პანდემიის პერიოდში, ვირუსულ - იმუნური ურთიერთქმედების კუთხით.

ლექტორი:მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი და კლინიკა ნეოლაბის დირექტორი, გიორგი კამკამიძე.

ლოკაცია: ქ. ბათუმი, ტბეთის ქ. #4; ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი; დარბაზი - ავიცენა.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/UrLizWYXGbuzfHsb7

 

scroll up