2023-2025 წლების სამოქმედო გეგმა
ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმა
შპს „ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის“ აკადემიური საბჭოს 2022 წლის 30 დეკემბრის №01-07/06 დადგენილებით დამტკიცებული უნივერსიტეტის 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს ორგანიზაციის დაფუძნების შემდგომ პერიოდში განსახორციელებელ აქტივობებს. სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების განხორციელება ორიენტირებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსისა და შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლების მოპოვების სავალდებულო პროცედურის, ინსტიტუციის ადამიანური და ინფრასტრუქტურული რესურსით უზრუნველყოფის და საგანმანათლებლო ბაზარზე შესვლისა და ადგილის დამკვიდრების ხელშეწყობისკენ.
ოპერირების საწყის პერიოდში, უნივერსიტეტის საქმიანობა წარიმართება შემდეგი მიმართულებებით:
-
ქვეყნისა და რეგიონის საჭიროებებზე მორგებული დინამიკური ინსტიტუციური განვითარება;
-
საერთაშორისო ხარისხის კვლევების განხორციელება;
-
დასაქმებაზე ორიენტირებული, თანამედროვე სტანდარტების, მაღალი აკადემიური ხარისხის განათლების მიწოდება და ცოდნის მიღება;
-
ინტერნაციონალიზაცია;
-
პარტნიორთა წრის გაფართოება;
-
სწავლებაზე მორგებული ინფრასტრუქტურის და სტუდენტური სივრცეების შექმნა;
-
შედეგზე ორიენტირებული მმართველობის განხორციელება;
-
საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური ჩართულობა.
დაგეგმილი აქტივობების დაფინანსება უზრუნველყოფილი იქნება უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან, დამფუძნებელ პარტნიორთა ინვესტიციებისა და ფუქნციონირების საწყისი პერიოდის განმავლობაში მიღებული შემოსავლიდან.
იხილეთ სრულად