პერსონალის მართვა
შპს „ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის“ პერსონალის მართვის პოლიტიკა განსაზღვრავს აკადემიური, ადმინისტრაციული, დამხმარე და მოწვეული პერსონალის შერჩევის, სამსახურში მიღების, სამუშაოს ორგანიზაციის, პერსონალის შეფასების, წახალისების და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის პროცედურებს და რეგულაციას.
პოლიტიკის მიზანია:
-
უნივერსიტეტის საქმიანობის ორგანიზაციული მოწესრიგება;
-
პერსონალის მოტივაციის ამაღლება;
-
შესრულებული სამუშაოს ეფექტურობა-ეფექტიანობის შეფასებისთვის ობიექტური და გამჭვირვალე სისტემის შექმნა;
-
უნივერსიტეტის აკადემიური თუ ადმინისტრაციული საქმიანობის მხარდაჭერა პერსონალის მართვის კარგი პრაქტიკებისა და საქართველოს შრომის კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
უნივერსიტეტში პერსონალის მართვისა და განვითარების პრინციპებია:
-
თანასწორობა - რაც გულისხმობს მიუკერძოებულ და თანასწორ მიდგომას ყველა დასაქმებულის მიმართ, როგორც თანამდებობის დაკავების, ასევე სამუშაოს შესრულების პერიოდში დამსაქმებლის მიერ შეთავაზებული უპირატესობებით თანასწორი სარგებლობისას;
-
ობიექტურობა - რაც გულისხმობს პირის დასაქმებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებას, დადგენილი წესის შესაბამისად, გამჭვირვალე კრიტერიუმებზე დაყრდნობით;
-
ღიაობა - რაც გულისხმობს დამსაქმებლის ორიენტირებას პერსონალის მოზიდვაზე, ღია შერჩევისა თუ კონკურსის საშუალებით;
-
მრავალმხრივი შეფასება - რაც გულისხმობს დასაქმებულის შეფასებას არამხოლოდ საკვანძო ამოცანების მაჩვენებლითა თუ ხელმძღვანელის შეხედულებით, არამედ საუნივერსიტეტო საზოგადოების ყველა წევრის მონაწილეობით;
-
განვითარება - რაც გულისხმობს დამსაქმებლის მიერ პერსონალის პროფესიული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.
იხილეთ სრულად