აკრედიტაცია

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის საბჭოს 2023 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამას - "დიპლომირებული მედიკოსი" (ინგლისურენოვანი) მიენიჭა აკრედიტაცია (სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა - 1080).

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრი აღიარებულია სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ, რაც პირდაპირ კავშირშია საქართველოში არსებული მედიცინის პროგრამების კურსდამთავრებულების მიერ მიღებული განათლების აღიარებასთან შეერთებულ შტატებსა და მის ფარგლებს გარეთ. შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ,  როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ მოქმედი უნივერსიტეტებისთვის მინიჭებული აკრედიტაცია მთელ მსოფლიოში არის აღიარებული.

იხილეთ

Word Directory of Medical Schools

scroll up