მართვის ეფექტიანობა
სტრუქტურული ერთეულის მართვის ეფექტიანობის ანალიზისთვის გამოიყენება შემდეგი შეფასებისა და მონიტორინგის მექანიზმები:
-
ანგარიშგება სამსახურებრივი ხელმძღვანელის წინაშე;
-
სტრატეგიული განვითარების გეგმის ამოცანების შესრულების მაჩვენებელი;
-
უნივერსიტეტის სამიზნე ნიშნულების მიღწევის მაჩვენებელი;
- დასაქმებულის 360°-იანი შეფასების შედეგები.
უნივერსიტეტი იყენებს პერსონალის შეფასების ე.წ. 360-გრადუსიან სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმებულის სამუშაოს შეფასებას ობიექტური, მრავალმხრივი და მიუკერძოებელი ინსტრუმენტებით, ამოცანის შესრულების უნარების პარალელურად საგანმანათლებლო საზოგადოებაში მისი ეფექტური ინტეგრაციისა და ტრანსფერული უნარების დემონსტრირების შესაძლებლობების შეფასებით.
360-იანი შეფასება უზრუნველყოს უნივერსიტეტის დასაქმებულის მიერ გამოვლენილი ყველა საკვანძო უნარებისა და თვისებების მრავალმხრივ შეფასებას, მისი ხელმძღვანელების, კოლეგების და საქმიანობის შედეგით მოსარგებლე პირების - უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტების მხრიდან.
იხილეთ სრულად