მედიცინის სკოლის დებულება

მედიცინის სკოლა უზრუნველყოფს უნივერსიტეტის სტუდენტების მომზადებას ბიომედიცინის, კლინიკური მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებებით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებით და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას.

სკოლა თავის საქმიანობას ახორციელებს სწავლებისა და სწავლის აკადემიური თავისუფლების პრინციპის, აკადემიური და სამედიცინო ეთიკის, საქართველოს კანონმდებლობის, ამ დებულების, სკოლის დებულებისა და უნივერსიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.

სკოლის საქმიანობის ძირეული პრინციპებია:

  • აკადემიური თავისუფლება და კეთილსინდისიერება;
  • გუნდურობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ჩართულობა;
  • არჩევნების და კონკურსების საჯაროობა და გამჭვირვალობა;
  • თანასწორობა, ობიექტურობა და დისკრიმინაციის დაუშვებლობა;
  • სიტყვის თავისუფლება და აზრთა პლურალიზმის მხარდაჭერა;
  • პოლიტიკური და რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვა;
  • საგანმანათლებლო და კვლევით პროცესში ხარისხისკენ სწრაფვა;
  • აკადემიური საზოგადოების სოციალური პასუხისმგებლობა, ჯანმრთელობისა და სოციალური კეთილდღეობის  ხელშემწყობ ღონისძიებებში ჩართულობა.

იხილეთ სრულად

scroll up