ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა

ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის განხორციელების მთავარი მიზანია უნივერსიტეტის საერთაშორისო  სამედიცინო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირება  და ცნობადობის ამაღლება - სწავლა-სწავლებისა და კვლევის ინტერნაციონალიზაციის გზით. 

ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის მთავარი ამოცანაა სწავლა-სწავლების და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა - სტუდენტებისა და პერსონალის საერთაშორისო მობილობის გაზრდის, ერთობლივი პროგრამების შემუშავება - განხორციელებისა და  ექსტრა-კურიკულური აკადემიური ღონისძიებების დაგეგმვა-ჩატარების გზით.

ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის მიზნებია:

  • უნივერსიტეტის სტუდენტების და პერსონალის გაცვლით საგანმანთლებლო პროექტებში, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში და პროფესიული განვითარების ტრენინგებში მონაწილეობის ხელშეწყობა, რათა უმაღლესი სამედიცინო განათლება პასუხობდეს როგორც რეგიონის სპეციფიურ სამედიცინო გამოწვევებს, ისე გლობალური ჯანდაცვის მოთხოვნებს;

  • უცხოეთის უნივერსიტეტებს შორის შეთანხმებისა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე უცხოელი პროფესორ-მასწავლებლების, დარგის სპეციალისტებისა და ექსპერტების მოწვევა და ჩართვა პროგრამის შემუშავების, გაუმჯობესებისა და განხორციელების  პროცესში; 

  • საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციის, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების, საერთაშორისო კონფერენციების, საზაფხულო სკოლების, საერთაშორისო ფორუმების და სხვა აკადემიური ღონისძიებების დაგეგმვა, შემუშავება, განხორციელება, განვითარება და დანერგვა; 

  • სამედიცინო განათლების დარგში საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისა და  ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცების მიზნით უცხოეთის პარტნიორი უნივერსიტეტების აკადემიურ და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებთან  სამუშაო შეხვედრების, კონფერენციების პერიოდული ორგანიზება როგორც დისტანციურ, ჰიბრიდულ და  არა-დისტანციურ ფორმატში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და სამედიცინო დარგში უახლესი მიღწევების და ინოვაციების გაცნობა-გაზიარების მიზნით;

  • წამყვან საერთაშორისო სამედიცინო ასოციაციებსა და პროფესიულ საზოგადოებებში გაწევრიანების უზრუნველყოფა უნივერსიტეტის საერთაშორისო დონეზე ცნობადობის გაზრდის მიზნით.

იხილეთ სრულად

scroll up