4 Feb

ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას რეზიდენტურის პროგრამაზე - მეანობა-გინეკოლოგია (EN)

ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას რეზიდენტურისა პროგრამაზე - მეანობა-გინეკოლოგია

 რეგისტრაციის პერიოდი - 2025 წლის 05 თებერვლიდან 05 მარტის ჩათვლით 

პროგრამის დასახელება: მეანობა-გინეკოლოგია

პროგრამის ხანგრძლივობა: 44 თვე

აკრედიტირებული დაწესებულება: შპს „ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი“

პროგრამის ხელმძღვანელი: ჯუმბერ უნგიაძე   

სწავლების ადგილი: თბილისი

ადგილების რაოდენობა: 2 

სწავლის საფასური თვეში: 700 ლარი

კლინიკური ბაზა - შპს „ი.ჟორდანიას სახელობის კლინიკა’’ - მის: ქ. თბილისი, ერმილე ბედიას ქუჩა N33

 

ავიცენას რეზიდენტურის პროგრამების უპირატესობები:

  • საუკეთესო შედეგების მქონე რეზიდენტების სწავლა დაფინანსდება საუნივერსიტეტო გრანტით;
  • სწავლის პროცესში უმცროსი ექიმის პოზიციაზე მუშაობის შესაძლებლობა;
  • სწავლების დასრულებისა და სერთიფიკატის მიღების შემდეგ ავიცენას საუნივერსიტეტო ჰოსპიტლებსა და კლინიკებში დასაქმების შესაძლებლობა.

ავიცენას რეზიდენტურის პროგრამაზე ჩარიცხვის პროცედურა:

  • პროგრამაში მონაწილეთა მსურველებს  ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება;  
  • გადაწყვეტილება, პროგრამაში ჩარიცხვაზე მიიღება ტესტირების, გასაუბრებისა და ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის  შედეგების  გათვალისწინებით.

  პროგრამაზე რეგისტრაციისთვის დაინტერესებულმა პირებმა აუცილებელია:

  • შეავსოს სააპლიკაციო განაცხადი - იხ. ბმული
  • გამოგზავნოს სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია ელ. ფოსტაზე - info@abmu.edu.ge 

სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა 

  • ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი - გამსვლელი ქულა - არანაკლებ 151;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • CV/რეზიუმე (რომელშიც მითითებულია: ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი, განათლება, გამოცდილება)

შენიშვნა:

  • კანდიდატი არ ჩაითვლება დარეგისტრირებულად, თუ ის არ წარმოადგენს ყველა წარსადგენად აუცილებელ დოკუმენტს;
  • კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი უნდა იყო დასკანერებული, CV შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას word-ის ან pdf-ის ფორმატში;
  • კანდიდატის მიერ წარმოდგენილი ფაილი არ უნდა აღემატებოდეს 10 მეგაბაიტს, წინააღმდეგ შემთხვევაში დოკუმენტი ვერ აიტვირთება.

რეგისტრაციის პერიოდი - 2025 წლის 05 თებერვლიდან 05 მარტის ჩათვლით  

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ელ. ფოსტა - info@abmu.edu.ge

ტელეფონი: +995 550 000 561

საკონტაქტო პირი: მარიამ სუქნიძე

scroll up