15 May

ექთანთა საერთაშორისო კვირეულისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ავიცენაში (EN)

ავიცენა -  ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის კამპუსში ექთანთა საერთაშორისო კვირეულისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის, მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი „მედცენტრის“  და საქართველოს ექთანთა გაერთიანების ორგანიზებით ჩატარდა.

საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ: აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ნინო ნიჟარაძე; ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - მარი ზანაქიძე; კლინიკებისა და ჰოსპიტლების ხელმძღვანელი პირები და აჭარის რეგიონის ექთნები;

ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა ექთნებს მიულოცეს პროფესიული კვირეული; ისაუბრეს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის პროცესში ექთნების როლზე, დარგის განვითარების მიმდინარე ინიციატივებსა და პერსპექტივებზე; 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში ადგილობრივი საექთნო საზოგადოების ინტეგრაციის ტენდენციებს და საერთაშორისო კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას.

ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიეთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს ექთანთა გაერთიანებასა და ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტს შორის, რაც საექთნო განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ასევე, თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოს ექთანთა გაერთიანებასა და  შემდეგ კლინიკებს შორის:

  • მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი „მედცენტრი“
  • ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა
  • ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი
  • საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი
scroll up