4 Aug

ღია კარის დღე აბიტურიენტებისათვის (EN)

2025 წლის 8 აგვისტოს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი გიწვევთ ღია კარის დღეზე!   აირჩიე #205 და ისწავლე სიცოცხლისთვის!   თუ შენთვის მნიშვნელოვანია უმაღლესი სამედიცინო განათლების მიღება რომელიც აერთიანებს ხარისხს, საერთაშორისო აღიარებას და რეალურ პრაქტიკულ გამოცდილებას - შენი ადგილი ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტშია!     ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტს აქვს საერთაშორისო აკრედიტაცია WFME და შედის WDOMS უნივერსიტეტების ჩამონათვალში, რაც კურსდამთავრებულებს საერთაშორისო ლიცენზირების შესაძლებლობას აძლევს (USMLE, PLAB, FMGE, etc.)     ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი ჰოსპიტლების ქსელის პლატფორმაზე დაარსებული პირველი უნივერსიტეტია საქართველოში. აქ სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა მიიღონ კლინიკური გამოცდილება სწავლების პირველი წლიდან;     უნივერსიტეტს გააჩნია თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რეგიონში უახლესი ამერიკული სტანდარტებით აღჭურვილი სიმულაციური სადგურები და ინოვაციური ლაბორატორიები.   დასწრების მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია, იხ.ბმული
scroll up