ავიცენა – ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტური დღეები გრძელდება!
სტუდენტური დღეების ფარგლებში ამჯერად სტუდენტებისთვის Movie Night გაიმართა, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა. საღამომ სტუდენტებს მეგობრულ და სასიამოვნო გარემოში დასვენების, ერთმანეთთან უფრო დაახლოებისა და დაუვიწყარი ემოციების გაზიარების შესაძლებლობა მისცა.
ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი მომავალშიც განაგრძობს სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერას და მრავალფეროვანი აქტივობების ორგანიზებას