შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2 წევრის ასარჩევად გამოცხადდა არჩევნები.
- აკადემიური საბჭოს წევრად შეიძლება არჩეული იქნეს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. ახალარჩეული აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით - 2026 წლის 01 დეკემბრამდე (აკადემიური საბჭოს 4 წლის უფლებამოსილების ამოწურვამდე).
- კანდიდატთა რეგისტრაცია განხორციელდება 2024 წლის 13 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, საარჩევნო კომისიაში (უნივერსიტეტის იურიდიულ მისამართზე: ქ. ბათუმი, ტბეთის ქ. N4, მე-4 სართული, ოთახი N417), საკონკურსო კომისიის რეგისტრატორთან კანდიდატის მიერ შევსებული განაცხადის წარდგენის გზით (განაცხადის ფორმას კანდიდატი ავსებს რეგისტრაციამდე, ფორმა მიეწოდება რეგისტრატორის მიერ).
- აკადემიური საბჭოს არჩევნები (მედიცინის სკოლის აკადემიური პერსონალის მიერ ხმის მიცემა/კენჭისყრა) ჩატარდება 2024 წლის 31 ოქტომბერს, 17:00 სთ-ზე და იმავე დღესვე გამოცხადდება შედეგები უნივერსიტეტის საინფორმაციო დაფაზე და უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
საფუძველი: ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრის არჩევნების გამოცხადების შესახებ რექტორის ბრძანება N01-09/21, 01.10.2024