AVICENNA - Batumi Medical University, Georgia - შიდა საუნივერსიტეტო გრანტის ფარგლებში გამარჯვებული მკვლევარების სამუშაო შეხვედრა ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმ-პედიატრებთან (EN)
     
6 Jun

შიდა საუნივერსიტეტო გრანტის ფარგლებში გამარჯვებული მკვლევარების სამუშაო შეხვედრა ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმ-პედიატრებთან (EN)

ავიცენა – ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის შიდა გრანტის ფარგლებში გამარჯვებულმა მკვლევარებმა 2025 წლის 4 ივნისს სამუშაო შეხვედრა გამართეს ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმ-პედიატრებთან.

შეხვედრის მიზანი იყო კვლევითი პროექტის - „ALIVE: ალბენდაზოლით გამოწვეული ღვიძლის დაზიანება და გენეტიკური ვარიანტების შესწავლა“ - ფარგლებში გამოცდილების გაზიარება და პრაქტიკული მაგალითების განხილვა.

მონაწილეებმა განიხილეს ალბენდაზოლთან გაშუალებული ღვიძლის დაზიანების შემთხვევები და შესაძლო მექანიზმები. იმსჯელეს იმ სავარაუდო ფაქტორებზე, რომელთა მეშველობითაც შეიძლება აიხსნას მედიკამენტით გაშუალებული ღვიძლის არასპეციფიკური დაზიანება.

 

scroll up