ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი - პოსტდიპლომური განათლება
     

პოსტდიპლომური განათლება

უწყვეტი პროფესიული განვითარების ცენტრის საქმიანობის მიზანია უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული პირისთვის კვალიფიკაციის ამაღლების, უწყვეტი პროფესიული გადამზადების პროგრამების/სასწავლო კურსების შემუშავება და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლების პრინციპების განხორციელება, ამ მიმართულებით ადგილობრივი და საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება.

ცენტრის ფუნქციებია:

  • ექიმების, უმცროსი სამედიცინო და აკადემიური პერსონალის მომზადება- გადამზადებისთვის მოკლევადიანი ტრენინგ-პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურთან ურთიერთთანამშრომლობით შრომის ბაზრის კვლევა, უწყვეტი პროფესიული განვითარების აქტუალურ მიმართულებების დასახვა და ცენტრის განვითარების გეგმასთან ერთად დასამტკიცებლად უნივერსიტეტის რექტორისთვის წარდგენა;
  • უნივერსიტეტისა და მისი პერსონალის რესურსების, რეგიონული საჭიროებებისა და სამეცნიერო აქტუალობის გათვალისწინებით უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების პრიორიტეტულ მიმართულებების შემუშავება;
  • ცენტრის ინსტიტუციური განვითარების, პროფესიული მზადების ახალი პროგრამებისა და სასწავლო კურსების დანერგვის მიზნით, მჭიდრო თანამშრომლობა უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ასევე საერთაშორისო, სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
  • სხვა ინსტიტუციებთან ერთობლივი პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავება-დანერგვა-განხორციელების მიზნით მოლაპარაკებების წარმოება;
  • უნივერსიტეტში უწყვეტი განათლების სისტემის დანერგვა, უპგ სისტემის განვითარებაში უნივერსიტეტის პერსონალის/სტუდენტების ჩართულობის უზრუნველყოფა;
  • უნივერსიტეტის აკადემიური, სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალის საჭიროებების გათვალისწინებით, სპეციფიური პროგრამების  შემუშავება, უნივერსიტეტის პერსონალის პროფესიული განვითარების უზრუნველყოფის მიზნით, სხვადასხვა სემინარების, ტრენინგების, სასწავლო და სასერტიფიკაციო კურსებისა და ვორქშოფების დანერგვა-განხორციელება;
  • ფართო საზოგადოებისთვის უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების/სასწავლო კურსების შემუშავება და განვითარება;
  • უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების განსახორციელებლად ტრენერების შერჩევა და მათი მოწვევის ინიცირება რექტორთან;
  • პროგრამის დასრულების შემდეგ, რექტორის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, მსმენელებზე პროგრამის/სასწავლო კურსის/ტრენინგის გავლის დამადასტურებელ დოკუმენტის - სერტიფიკატის დამზადებისა და გაცემის ორგანიზება;
  • ცენტრის პროგრამების/სასწავლო კურსების პოპულარიზაციაზე ზრუნვა;
  • უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების აკრედიტაციის პროცესის ორგანიზება;
  • უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების/სასწავლო კურსების განხორციელების ხარისხის შეფასება;
  • უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა;
  • უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების მოდიფიცირების თაობაზე რეკომენდაციების გაცემა, კომპეტენციისა და ხელმისაწვდომი ინფორმაციის გათვალისწინებით;
  • უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
scroll up