სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი
სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი არეგულირებს შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესს, მათ შორის სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებულ სამართლებრივი ასპექტებს, სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ავიცენაში გადმოსვლისას (მობილობისას), სტატუსის აღდგენისას ან უცხოეთში სწავლისას სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგის აღიარების, საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში სტუდენტთა შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის, ასევე სტუდენტისათვის კვალიფიკაციის მინიჭების პროცედურებსა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი ვრცელდება:
✔ სააუდიტორო სწავლების ფორმით განხორციელებულ საგანმანათლებლო პროცესზე.
✔ სასწავლო პროცესში ჩართულ ნებისმიერ პირზე.
სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი