დიპლომირებული მედიკოსის კლინიკური პრაქტიკა
დიპლომირებული მედიკოსის კლინიკური პრაქტიკის პროგრამა
დიპლომირებული მედიკოსის კლინიკური პრაქტიკის პროგრამა წარმოადგენს დიპლომისშემდგომი პროფესიული განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს, რომლის მიზანია კურსდამთავრებულთა ინტეგრაცია რეალურ კლინიკურ გარემოში, დამოუკიდებელი კლინიკური აზროვნების, პროფესიული კომპეტენციებისა და პასუხისმგებლობის ფორმირება. პროგრამა ასევე უზრუნველყოფს უკვე სერტიფიცირებული ექიმების პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებასა და დახელოვნებას.
პროგრამა განკუთვნილია მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთათვის და/ან ლიცენზირებული ექიმებისთვის, რომელთაც მენტორის ზედამხედველობით განხორციელებული კლინიკური პრაქტიკის ფარგლებში სურთ კლინიკური კომპეტენციების გაღრმავება და პრაქტიკული გამოცდილების მიღება.
პროგრამის სტრუქტურა დაფუძნებულია კლინიკურ როტაციებზე, რაც უზრუნველყოფს ინტერნის ჩართვას სხვადასხვა პროფილის პრაქტიკულ საქმიანობაში და ხელს უწყობს პროფესიული უნარების განვითარებას მრავალფეროვან კლინიკურ გარემოში.პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველს შეუძლია აირჩიოს როგორც სრული 12-თვიანი პროგრამა, ასევე პროგრამის მოკლე ციკლი ან ნებისმიერი ინდივიდუალური მოდული, მისი პროფესიული ინტერესების შესაბამისად.
პროგრამა ხორციელდება შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის აფილირებულ ჰოსპიტლებსა და კლინიკებში, რომლებიც უზრუნველყოფენ კლინიკურ სწავლების პროცესს უნივერსიტეტის აკადემიური ზედამხედველობის ქვეშ, პროგრამის მიზნებისა და სწავლების შედეგების შესაბამისად.
პროგრამა ეფუძნება და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. სწავლის პროცესის დიზაინი ეფუძნება Outcome-Based Education (OBE) და Competency-Based Education (CBE) მოდელებს, რომლებიც მიმართულია კლინიკური აზროვნების, ეთიკური გადაწყვეტილების, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკისა და კვლევითი კომპეტენციების განვითარებაზე.
|
პროგრამის დასახელება: |
დიპლომირებული მედიკოსის კლინიკური პრაქტიკა |
|
პროგრამის ტიპი: |
კლინიკური პრაქტიკა / ზედამხედველობით განხორციელებული კლინიკური პრაქტიკა |
|
პროგრამის ხანგრძლივობა: |
1 წელი (12 თვე) |
|
თითოეული მოდული/როტაციის ხანგრძლივობა: |
1-2 თვე |
|
სწავლების ფორმა: |
დასწრებული |
|
პროგრამის განხორციელების ადგილი: |
შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის აფილირებული ჰოსპიტლები და კლინიკები |
|
სწავლების ენა: |
ქართული და ინგლისური |
სამიზნე აუდიტორია:
✔ მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულები (დიპლომირებული მედიკოსები)
✔ ლიცენზირებული ექიმები
პროგრამაზე მიღების წინაპირობა:
✔ დიპლომირებული მედიკოსის დიპლომი
✔ ლიცენზირებული ექიმის შემთხვევაში - საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატი
პროგრამის დასრულების პირობა:
✔ სრული 12-თვიანი ციკლისთვის: ყველა სავალდებულო მოდულის წარმატებით დასრულება, პორტფოლიოს (ლოგბუქის) სრულყოფილად შევსება და მენტორისა და პროგრამის ხელმძღვანელის დადებითი შეფასება;
✔ ცალკეული მოდულის ან მოკლე ციკლისთვის: ინდივიდუალური როტაციისა და სასწავლო გეგმით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება და მენტორის დადებითი შეფასება.
კლინიკური პრაქტიკის პროგრამა იხილეთ ბმულზე
კურსზე რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: cpd@abmu.edu.ge