პროგრამის აღწერა
შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის USMLE მოსამზადებელი პროგრამა განკუთვნილია მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის, რომელთაც სურვილი აქვთ წარმატებით ჩააბარონ აშშ-ის სამედიცინო სალიცენზიო გამოცდები (USMLE).
პროგრამა წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და განათლების ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელოვან კომპონენტს და ემსახურება სტუდენტთა კონკურენტუნარიანობის გაზრდას გლობალურ სამედიცინო განათლებისა და ჯანდაცვის ბაზარზე.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია მსმენელთა თეორიული ცოდნის გაღრმავება, კლინიკური აზროვნებისა და გამოცდაზე ორიენტირებული ანალიტიკურ-პრაქტიკული უნარების განვითრება.
პროგრამის სტრუქტურა და სწავლების მიდგომა
პროგრამა შედგება ექვსი დამოუკიდებელი, თუმცა თანმიმდევრულად აგებული სასწავლო კურსისგან, რომელთა გავლა შესაძლებელია ინდივიდუალურად, პროგრამის მსურველის წინასწარი ტესტის შედეგისა და აკადემიური საჭიროებების საფუძველზე.
თითოეულ მსმენელს შესაძლებლობა აქვს შეიმუშაოს პირადი სასწავლო გეგმა წინასწარი ტესტის შედეგებისა და საკუთარი პროგრესის მიხედვით, ტუტორის მიერ მიცემული რეკომენდაციების საფუძველზე.
თითოეული მოდულის შედეგები გამოიყენება მსმენელის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემდგომი მოდულების დაგეგმვისას, რაც უზრუნველყოფს სწავლების თანმიმდევრულობასა და პროგრესულ განვითარებას.
შეფასება და უკუკავშირი
პროგრამა მოიცავს წინასწარ შეფასებას (პრე-ტესტს), შუალედურ და შემაჯამებელ ტესტირებებს. ტესტირების შედეგებზე დაფუძნებული უკუკავშირი და გასაუმჯობესებელ მხარეებთან დაკავშირებით მიცემული რეკომენდაცია ეხმარება პროგრამის მსმენელს პროგრესის შეფასებაში და გამოცდისთვის მიზნობრივი მზადების გეგმის შემუშავებაში.
სასწავლო რესურსები
პროგრამაზე გამოიყენება თანამედროვე სასწავლო რესურსები, რომლებიც რეკომენდირებულია USMLE-ის ოფიციალურ მომზადების პლატფორმებზე. სასწავლო მასალა ხელმისაწვდომია როგორც ტუტორის, ისე ინდივიდუალური წვდომის საშუალებით.