ხარისხის პოლიტიკა

 უნივერსიტეტის ხედვის, სტრატეგიული განვითარების გეგმაში დასახული მიზნებისა და ამოცანების მიღწევის მიზნით, ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტმა შეიმუშავა და დაამტკიცა ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკა, რომელიც განსაზღვრავს უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებს, ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმებს, სახელმძღვანელო პრინციპებსა და ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურებს სწავლების, კვლევის და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის მიმართულებით; ასევე განსაზღვრავს ხარისხის უზრუნველყოფის ციკლს, ადგენს ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურების ჩატარების პერიოდულობას, მასში ჩართულ მხარეებს, ხარისხის უზრუნველყოფის ინსტრუმენტებსა და ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურების შედეგად მიგნებებზე რეაგირების გზებსა და ფორმებს; ქმნის ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებისა და პროცედურების გამჭვირვალობის, ობიექტურობისა და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით განხორციელებისთვის აუცილებელ სამართლებრივ საფუძვლებს.

ავიცენა -ბათუმის სამედიცინო უნივერისტეტი ორიენტირებულია:

  • ხარისხის კულტურის განვითარებაზე;

  • დაწესებულების უწყვეტი გაუმჯობესების პროცესებში შიდა და გარე დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობაზე;

  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობაზე;

  • სტუდენტზე ორიენტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვა- განხორციელებაზე;

  • ხელსაყრელი აკადემიური გარემოს შექმნაზე.

პოლიტიკის მიზნებია:

  • შექმნას უნივერსიტეტში ერთიანი სახელმძღვანელო სტანდარტები, რათა ხელი შეუწყოს სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების, განხორციელების, შეფასებისა და განვითარების პროცესებს;
  • შექმნას სასწავლო და ადმინისტრაციული პროცესების ეფექტური შიდა ხარისხის სისტემა;
  • განსაზღვროს გარე შემფასებელთა უკუკავშირის უნივერსიტეტის საქმიანობის გაუმჯობესებისთვის გამოყენების მექანიზმები.

ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკა ხელს უწყობს:

  • უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შექმნასა და დანერგვას;
  • სასწავლო პროცესის კავშირს სამეცნიერო კვლევებთან;
  • აუცილებელი რესურსების საჭიროების განსაზღვრასა და რესურსების ეფექტურ მართვას;
  • საუნივერსიტეტო საზოგადოების ყველა წევრის აქტიურ ჩართულობას ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებში;
  • ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ანალიზსა და განვითარებას.

ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო პრინციპებია:

  • მომხმარებელზე ორიენტაცია;

  • ლიდერობა;

  • ჩართულობა;

  • უწყვეტი განვითარება;

  • მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები;

  • თანამშრომლობა.

 იხილეთ სრულად

scroll up