მისია და ხედვა

ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის მისიაა, გლობალური და რეგიონული საკაცობრიო გამოწვევების პასუხად, შექმნას ცოდნისა და სამეცნიერო მიღწევების  გამავრცელებელი, დინამიკურად განვითარებადი, განათლების საერთაშორისო სტანდარტებსა და კვლევაზე ორიენტირებული თავისუფალი ინტერკულტურული სივრცე და ხელი შეუწყოს მაღალი კომპეტენციის, კონკურენტუნარიანი, ცვლად გარემოში ადაპტირებადი, საზოგადოების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე მზრუნველი დამოუკიდებელი პროფესიონალის ჩამოყალიბებას.

ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის მთავარი ხედვა სამედიცინო განათლების თანამედროვე მოდელის დანერგვაა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის კეთილდღეობის, დღეგრძელობის, ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური ჰარმონიის ხელშეწყობას - დაავადების პრევენციიდან რეაბილიტაციამდე.

უნივერსიტეტი მიმართულია, მისცეს მომავალ ექიმებსა და ჯანდაცვის სპეციალისტებს უმაღლესი სამედიცინო განათლება, რომელიც უპასუხებს როგორც გლობალური ჯანდაცვის, ასევე რეგიონის სპეციფიკურ სამედიცინო გამოწვევებს - საზოგადოებრივი ჯანდაცვისა თუ კლინიკური  პრობლემის სისტემური გაცნობიერებითა და  კომპლექსური მართვის გზით.

უნივერსიტეტის ოპერირება მისი დამფუძნებელი სამედიცინო დაწესებულებების ( ასევე შპს „მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრის” მიერ დაფუძნებული/მართვაში/მფლობელობაში არსებული სხვა სამედიცინო დაწესებულებების ) კლინიკურ ბაზებზე იძლევა ჯანმრთელობის ხელშემწყობი ზემოაღნიშნული ჯაჭვის სხვადასხვა რგოლის გაძლიერების რეალურ შესაძლებლობას - საბაზისო განათლების საფეხურიდან პროფესიული დახელოვნებისა და განგრძობითი სწავლების ჩათვლით.

scroll up