ხარისხის მონიტორინგი

ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში

2023 წლის 30 იანვარს შპს ,,ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის” პარტნიორთა საერთო კრებამ დაამტკიცა შპს ავიცენა-ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის  2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში. შპს ,,ავიცენა-ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის” ბიუჯეტი წარმოადგენს იმ ძირითად საფინანსო გეგმას, რომელიც შეესაბამება უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიას, მისი მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას, უნივერსიტეტის წარმატებულ ფუნქციონირებას.

 შპს „ავიცენა-ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი“ დაარსდა 2022 წლის 21 ივლისს, თუმცა უნივერსიტეტის დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა 2019 წელს და ძირითადი ინვესტიციაც დამფუძნებლების მიერ განხორციელდა 2019-2022 წლებში, რაც მოიცავდა სასწავლო-ადმინისტრაციული კამპუსის დაგეგმარებას, მშენებლობას, აღჭურვას და სასწავლო რესურსების გარკვეული ნაწილის შეძენას.  დაარსების პერიოდიდან უსდ-ის ბიუჯეტი ფარავს იმ ღონისძიებების ხარჯებს, რომელთა განხორციელებაც აუცილებელი იყო ერთი მხრივ უნივერსიტეტის სასწავლო-მატერიალური ბაზის სრულყოფისთვის, ხოლო მეორე მხრივ, ინსტიტუციური მენეჯმენტისა და ავტორიზაციის პროცესის მზადებისათვის. ამავე პერიოდში ექსპლუატაციაში შევიდა ძირითადი ადმინისტრაციულ-სასწავლო კორპუსი, რომლის მშენებლობაც სრულად დაფინანსდა უნივერსიტეტის დამფუძნებელთა მიერ.

უნივერსიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის ხარჯები გარდა დასაქმებულთათვის შრომის ანაზღაურების გაცემისა, გადანაწილდა შემდეგნაირად:

  • სასწავლო და ლაბორატორიული ბაზა - უნივერსიტეტის ფუნქციონირებისათვის დამფუძნებლების მიერ უსდ-ს თანასარგებლობაში გადმოეცა კლინიკური ბაზები, თუმცა სტუდენტებისათვის თეორიული სწავლებისა თუ თვალსაჩინოების მიზნით აუცილებელი სასწავლო სივრცეებისა თუ  გარკვეული სასწავლო ცენტრების შექმნა, საკუთარი სასწავლო ბაზის გაძლიერება, ასევე იქცა უნივერსიტეტის მთავარ პრიორიტეტად; სწორედ ამ მიზნით, ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნა შესაბამისი ასიგნებები. 2022 წელს საბიბლიოთეკო ფონდისა და სასწავლო-ლაბორატორიული აღჭურვილობების შესაძენად, ჯამურად გაწეულმა დაფინანსებამ შეადგინა  მთლიანი ბიუჯეტის 63,8%-ი. აღნიშნული დაფინანსებით კი შეძენილ იქნა: 
    • სიმულატორი -  (ბიუჯეტის 38,5%);

    • ანატომიური მოდელები - (ბიუჯეტის 9,5%);

    • ლაბორატორიული მოწყობილობები - (ბიუჯეტის 8,6%);

    • სასწავლო ლიტერატურა - (ბიუჯეტის 7,2%).

  • ტრენინგები - უნივერსიტეტისათვის მნიშვნელოვანია და თავისი სტრატეგიული განვითარების გეგმითაც (2023-2029 წლები) განსაზღვრული აქვს მუდმივად გააუმჯობესოს სწავლების ხარისხი, განავითაროს პერსონალი, მოხდეს გამოცდილების გაზიარება. ამ მიზნით დაიგეგმა და განხორციელდა სხვადასხვა სახის და დანიშნულების ტრენინგები, რისთვისაც გაწეულმა მომსახურებამ შეადგინა  ხარჯების 6%. 
  • სარეკლამო მომსახურება - უნივერსიტეტის მიერ გარკვეული დაფინანსება განხორციელდა სხვადასხვა სახის სარეკლამო მომსახურებაში. ამ მიმართულებით გაწეული ხარჯების ჯამურმა მოცულობამ შეადგინა  შესრულებული ბიუჯეტის 3,7%. აღნიშნული დაფინანსებით მომზადდა როგორც უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, ლოგო, ისე სხვადასხვა სარეკლამო ბანერი.
  • კომპიუტერული ტექნიკა  - ძირითადი კომპიუტერული ტექნიკა უნივერისტეტს გადმოეცა დამფუძნებლის მიერ, სხვადასხვა კომპიუტერული აქსესუარებისა თუ საკომუნიკაციო სისტემის გაუმჯობესების მიზნით კი  შეძენილი იქნა კომპიუტერული ტექნიკა და აქსესუარები, რომლის ხარჯებმაც ჯამში შეადგინა შესრულებული ბიუჯეტის 1,9%.
  • სხვა ხარჯები - უნივერსიტეტის მიერ საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით დაფინანსებული იქნა წარმომადგენლობითი ხარჯები.
  •  

    2022 წლის ბიუჯეტის ფაქტიური ხარჯების განაწილება

     

     

    დამატებითი ინფორმაცია: უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ფორმირებისათვის დამფუძნებლების მხრიდან განხორციელდა ინვესტიცია ახალი კორპუსის მშენებლობისათვის, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 2022 წლის ბოლოს. იგი სრულიად აკმაყოფილებს უსაფრთხოებისა და ბიზნეს უწყვეტობის სტანდარტებს და ადაპტირებულია როგორც სასწავლო, ისე კლინიკური მომსახურების სისტემაზე. საუნივერსიტეტო ბაზის ფორმირებისათვის დამფუძნებლების მიერ 2022 წელს შეძენილ იქნა ანატომიური მაგიდა  (https://www.3bscientific.com/product-manual/Asclepius_Brochure_3B_Scientific_USA_7-224.pdf), რომლის  ღირებულებამაც შეადგინა 164 062 ლარი. ანატომიური მაგიდა 2023 წლიდან გადმოეცა უნივერსიტეტს სასწავლო პროგრამის განსახორციელებლად.

     

    scroll up