ბათუმის შესახებ

ბათუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი და, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქია. იგი წარმოადგენს ეკლექტიკურ ნაზავს, მე-19 საუკუნის მომხიბვლელი კლასიკური ნაგებობებითა და ულტრათანამედროვე ცათამბჯენებით, სადაც განთავსებულია სასტუმროები და კაზინოები. ქალაქი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, შემოსილია პალმებით და გარშემორტყმულია მთებით. ბათუმი ყოველთვის გამოირჩეოდა ხელსაყრელი ბუნებრივი და სტრატეგიული მდებარეობით.

ბათუმი ხასიათდება ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული კლიმატით. საშუალო წლიური ტემპერატურაა 14,5°C. ყველაზე ცივი თვე იანვარია ( საშუალო ტემპერატურა 7,1°C ), ხოლო ყველაზე თბილი - აგვისტო 23,2°C საშუალო ტემპერატურით. ნალექების წლიური რაოდენობა 2560 მმ-ია. ქალაქში ხშირად წვიმს, თუმცა იშვიათად თოვს და, ამ უკანასკნელის შემთხვევაში, თოვლი ადვილად. ზღვის საშუალო წლიური ტემპერატურა ნაპირზე 16,7°C-ია.

scroll up