სტრატეგიული განვითარების მიზანი
ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი გეგმავს:
-
მედიცინის თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ, განათლების იმ თანამედროვე მოდელის დანერგვას, რომელიც უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი, ცვლად გარემოში ადვილად ადაპტირებადი, მაღალი ზნეობრივი ღირებულებების პროფესიონალის ჩამოყალიბებას, რაც მიიღწევა მედიცინის, საექთნო საქმის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ადიქტოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, სარეზიდენტო და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების დანერგვით ;
-
აჭარის რეგიონში სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას - „საუნივერსიტეტო კლინიკის“ პრინციპის სრულყოფილი ათვისებით და სწავლებისა და კლინიკური პრაქტიკის ინტეგრირებით;
-
სწავლების ინოვაციური მეთოდების და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის სტანდარტების დანერგვას;
-
სწავლების, კვლევისა და დახელოვნების მაქსიმალურ ინტერნაციონალიზაციას;
-
საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებას გამოცდილების გაცვლის, საგანმანათლებლო, კვლევითი და ერთობლივი პროგრამების განხორციელების მიმართულებებით;
-
პერსონალის (აკადემიური, მოწვეული, ადმინისტრაცია) მუდმივ გადამზადებას;
-
განათლებისა და კვლევის ინტეგრირებას;
-
თეორიული და პრაქტიკული სწავლების ინტეგრაციის ხარისხის გაზრდას;
-
გაცვლით პროგრამებში პერსონალისა და სტუდენტების ჩართვას;
-
პროფესიული განვითარების პროგრამების შექმნას;
-
დადგენილი სტანდარტების იმპლემენტაციის და მდგრადობის ხარისხის მუდმივ მონიტორინგს;
-
პაციენტის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე ორიენტირებული კვლევების და ინოვაციების დანერგვას;
-
კორპორტიული კულტურის დანერგვას;
-
კორპორაციის ფარგლებში კარიერული განვითარების მოდელის შეთავაზებას;
-
კორპორაციის მიერ, მაღალი აკადემიური მოსწრების ახალგაზრდების კარიერული განვითარების ხელშემწყობი, უკვე დანერგილი მოდელის გამოყენებას და განვითარებას, კურსდამთავრებულთა უნივერსიტეტის პარტნიორულ ქსელში დასაქმების უზრუნველყოფას;
-
ინტლექტუალური საკუთრების კომერციალიზაციას;
-
როგორც რეგიონში, ისე რეგიონის ფარგლებს გარეთ სამედიცინო განათლების დარგში ლიდერულ პოზიციონირებას და პრესტიჟული სამედიცინო უნივერსიტეტის სტატუსით დამკვიდრებას.
იხილეთ სრულად