სტუდენტის ეთიკის კოდექსი
ავიცენას სტუდენტის ეთიკის კოდექსის მიზანია უნივერსიტეტის ღირებულებების მისი სტუდენტებისათვის წარმოჩენა, ქცევის მაღალი ეთიკური სტანდარტების დამკვიდრება, ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა და შენარჩუნება.
სტუდენტის ეთიკის კოდექსი
✔ ადგენს ავიცენას სტუდენტების ეთიკურ ღირებულებებს.
✔ აწესრიგებს სტუდენტების მიერ უნივერსიტეტში ქცევის ზოგად და საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზაციასთან დაკავშირებულ წესებს.
✔ განსაზღრავს ეთიკასთან შეუსაბამო - დაუშვებელი ქცევის შემთხვევებსა და ეთიკური ნორმების დარღვევის აღმოფხვრის და დარღვევებზე რეაგირების პროცედურებს.
✔ განსაზღვრავს სტუდენტთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შემთხვევებს, დისციპლინური საკითხის აღძვრის, განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურებს და დისციპლინურ სანქციებს.
✔ სტუდენტთა უფლებების დაცვისა და მათი რეალიზების ხელშეწყობისთვის ადგენს სტუდენტის უფლებათა დაცვის და სტუდენტთა მიმართ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შიდა მექანიზმებს.
სტუდენტის ეთიკის კოდექსის ნორმების დაცვა სავალდებულოა:
✔ უნივერსიტეტის ყველა სტუდენტისათვის;
✔ პირისთვის, რომელიც სწავლობენ უნივერსიტეტის რეზიდენტურის, დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამებზე.
სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტის ეთიკის კოდექსი