უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ
ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი ჰოსპიტლების ქსელის (შპს „მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრის „ მიერ დაფუძნებული/მართვაში მყოფი სამედიცინო დაწესებულებები ) პლატფორმაზე დაარსებული პირველი სასწავლო უნივერსიტეტია, რომლის მფლობელობაშია რეგიონში უახლესი ამერიკული სტანდარტებით აღჭურვილი სიმულაციური სწავლებისა და ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. გლობალური და რეგიონული გამოწვევების საპასუხოდ, უნივერსიტეტი მიმართულია, მისცეს მომავალ ექიმებსა და ჯანდაცვის სპეციალისტებს უმაღლესი სამედიცინო განათლება - საბაზისო განათლების საფეხურიდან პროფესიული დახელოვნებისა და განგრძობითი სწავლების ჩათვლით.
ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევებისა, ხოლო ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას აბიტურიენტი მოიპოვებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის N224/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.