2026 წლის 10 ივნისს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა Avicenna International Students Scientific Conference (AISC 2026), რომელმაც გააერთიანა სტუდენტები და აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები როგორც ავიცენადან, ისე საქართველოსა და უცხოეთის სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან.
კონფერენცია ჩატარდა ჰიბრიდულ ფორმატში, რაც საერთაშორისო მონაწილეებს დისტანციური ჩართულობისა და საკუთარი კვლევების ფართო აუდიტორიისთვის წარდგენის შესაძლებლობას აძლევდა. AISC 2026-მა ჯამურად 100-ზე მეტი სტუდენტი, ლექტორი და აკადემიური საზოგადოების წარმომადგენელი გააერთიანა.
ავიცენა – ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტისთვის მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს, რადგან ისინი სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, წარმოაჩინონ საკუთარი კვლევითი საქმიანობა, განივითარონ სამეცნიერო და პრეზენტაციის უნარები, მიიღონ პროფესიული უკუკავშირი და ჩაერთონ ცოდნისა და გამოცდილების საერთაშორისო გაცვლის პროცესში.
კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები შეფასდება სამეცნიერო კომისიის მიერ, რომელიც განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე გამოავლენს საუკეთესო ნაშრომების ავტორებს.