8 დეკ

ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტსა და ბრიტანეთის საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2023 წლის 8 დეკემბერს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, სოფიო ბერიძემ და ბრიტანეთის საბჭოს დირექტორმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში, ამავდროულად, აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზაზა ფურცელაძემ, OBE, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს უნივერსიტეტისა და რეგიონის დასავლური განათლების სისტემასთან ინტეგრაციის გზაზე. ბრიტანეთის საბჭო საქართველოში თითქმის 30 წელია ატარებს IELTS გამოცდას. IELTS (International English Language Testing System) არის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ინგლისური ენის ტესტი, საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად ან ემიგრაციისთვის. ტესტი აღიარებულია 12,000-ზე მეტი ორგანიზაციის მიერ მსოფლიოს მასშტაბით, როგორიცაა: უნივერსიტეტები, სკოლები, დამსაქმებლები და საემიგრაციო სამსახურები. ამიერიდან, ბრიტანეთის საბჭო ბათუმში IELTS კომპიუტერულ გამოცდას ახალი პარტნიორის, ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე ჩაატარებს.

scroll up