საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტებთან ასოცირებული სამედიცინო სერვისების ხარისხის მართვა - საქართველოში პირველი, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტებული სამედიცინო პროვაიდერების საერთაშორისო აკრედიტაციის მოთხოვნებზე დაფუძნებული ხარისხის მართვის ტრენინგ კურსი
საქართველოში მიმდინარეობს სამედიცინო პროვაიდერების საერთაშორისო აკრედიტირების პროცესი. სტანდარტების ნუსხა - „რა“ ცნობილია, ნაკლებად არის გაცნობიერებული თუ „როგორ“. ტრენინგ კურსი ეძღვნება „როგორ“ საკითხის პრაქტიკულ განხილვას და „როგორ“ აქტივობების ხარჯთეფექტურობას.
ვიცით რა არის საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტი, თუმცა პრობლემურ საკითხად რჩება თუ როგორ დავნერგოთ სტანდარტი და შევინაჩუნოთ სტანდარტის მდგრადობა ხარჯთეფექტურად?!
1. საქართველოში პირველი, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტებული სამედიცინო პროვაიდერების საერთაშორისო აკრედიტაციის მოთხოვნებზე დაფუძნებული ხარისხის მართვის ტრენინგ კურსი - საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტებთან ასოცირებული სამედიცინო სერვისების ხარისხის მართვა, მინიჭებული კრედიტი - 21 ქულა.
2. სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვის ტრენინგ კურსი მორგებულია ჰოსპიტლებისა და ამბულატორიული კლინიკების საერთაშორისო აკრედიტაციის მოთხოვნებზე.
3. ხარისხის მართვა აუცილებელ კომპტენციას წარმოადგენს ექიმისთვის, ექთნისთვის და ხელმძღვანელისთვის სტაბილური კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად სამედიცინო ინდუსტრიაში - სამედიცინო სერვისების ხარისხის მართვის ცოდნა ზრდის პროფესიულ კომპეტენციებს და კრავს ქმედითუნარიან გუნდს, ზრდის მდგრად კონკურენტუნარიანობას. საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება და ხარისხის საერთაშორისო ნიშნულზე დამკვიდრება/შენარჩუნება შეუძლებელია კლინიკაში დასაქმებული პერსონალის გადამზადების გარეშე, რადგან თავად აკრედიტაციის ქვაკუთხედს ადამინური რესურსების მიერ ახალი სტანდარტების სრულად აღქმა - გათავისება წარმოდგენს.
4. ტრენინგ კურსის მსმენელებად ვიწვევთ ხარისხის მენეჯერებს, კლინიკურ მენეჯერებს, ჰოსპიტლისა და კლინიკების დირექტორებს, ფინანსურ დირექტორებს, ოპერაციულ დირექტორებს, სამედიცინო დირექტორებს, კლინიკური დეპარტამენტების ხელმძღვანელებს.
5. ყველაზე დიდი გამოწვევა არის აკრედიტაციის სტანდარტების შენარჩუნება - ამ ტრენინგზე ვისწავლით თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს ხარჯთეფექტური გზით.
დადასტურებულია, რომ სამედიცინო დაწესებულების წარმატებას, კონკურენტუნარიანობას და რეპუტაციას გასნსაზღვრავს სამედიცინო ხარისხი და მისი მდგრადობა.