2022 წლის 24 ოქტომბერს ქ. რიზეში, ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციასა (რექტორი და მისი მოადგილეები) და რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტის რექტორს, პრორექტორსა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანს შორის შეხვედრა გაიმართა.
ვიზიტის ფარგლებში სიმულაციური ცენტრის ხელმძღვანელმა ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს გააცნო სიმულაციური ცენტრის ფუნქციონირების დეტალები და მართვის სპეციფიკა. დელეგაციის წევრები ასევე ესტუმრნენ ქართული ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტს, სადაც ისინი გაესაუბრნენ სტუდენტებს, ეს უკანასკნელი კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ორ უნივერსიტეტს შორის ურთიერთობის გაღრმავებას.