2023 წლის 5 ივნისს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტს სუფოლკის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ადმინისტრირების ასოცირებული პროფესორი პიტერ ფ. მარტელი და მკვლევარი, ნინო ბუცხრიკიძე ეწვია. ვიზიტის ფარგლებში პიტერ ფ. მარტელმა წარადგინა პრეზენტაცია - საქართველოში პაციენტების უსაფრთხოებისა და ხარისხის გაუმჯობესების მხარდასჭერი პროექტის შესახებ.
სამომავლოდ დაიგეგმა მხარეთა შორის თანამშრომლობა და ერთობლივი საგანმანათლებლო/სამეცნიერო პროექტების განხორციელება.