ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი - აკრედიტებული უსგ ტრენინგი „საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტებთან ასოცირებული სამედიცინო სერვისების ხარისხის მართვა“
     
28 მარ

აკრედიტებული უსგ ტრენინგი „საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტებთან ასოცირებული სამედიცინო სერვისების ხარისხის მართვა“

ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა უწყვეტი სამედიცინო განათლების აკრედიტებული პროგრამა „საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტებთან ასოცირებული სამედიცინო სერვისების ხარისხის მართვა“ (აკრ. N0692)

კურსი ეფუძნებოდა რეალური და პრაქტიკული შემთხვევების განხილვას. პროგრამის ფარგლებში მსმენელები გაეცნენ საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტების მოთხოვნებს, სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვის თანამედროვე მიდგომებს და პრაქტიკულ ინსტრუმენტებს.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელებს მიენიჭათ 21ECTS.

პროგრამას უძღვებოდა ლელა სტურუა - სამედიცინო მომსახურების ხარისხის დამოუკიდებელი კონსულტანტი და ჯანდაცვის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების (ISQua) სამედიცინო პროვაიდერების გარე შეფასების სერტიფიცირებული სპეციალისტი.

აკრედიტებული პროგრამა განკუთვნილია ყველა საექიმო სპეციალობაში სერტიფიცირებული ექიმები.

კურსი საინტერესო იქნება ჰოსპიტლებისა და კლინიკების დირექტორების და კლინიკური მენეჯერებისთვის, ხარისხის მენეჯერებისა და კლინიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელებისთვის.

მომდევნო კურსზე რეგისტრაციისთვის - იხ. ბმული

 

scroll up