კონფერენციის ფარგლებში, საჯაროდ წარმოდგენილი იყო წინასწარ შერჩეული რვა საუკეთესო ნაშრომი, რომლებიც შეფასდა სპეციალური კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი. კომისიის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა გამარჯვებული მონაწილეები, რომელთაც გადაეცათ სერტიფიკატები და სიმბოლური ჯილდოები.
ყველა წარდგენილი ნაშრომის აბსტრაქტი გამოქვეყნდება კონფერენციის აბსტრაქტების კრებულში, ხოლო ის ნაშრომები, რომელთაც მიიღეს 81 და მეტი ქულა, დაიბეჭდება საკონფერენციო მასალებში.
მსგავსი ფორმატის საუნივერსიტეტო ღონისძიებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტუდენტთა აკადემიური და პროფესიული განვითარების პროცესში. ისინი აძლიერებს ახალგაზრდების კვლევით ინტერესს, ხელს უწყობს კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებას, რაც არსებითად განსაზღვრავს მათ წარმატებულ ინტეგრაციას სამეცნიერო და პროფესიულ სივრცეში.
ღონისძიება ორგანიზებული იყო მედიცინის სკოლისა და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის მიერ.