ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი - ავიცენა – ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი მოხარულია გაცნობოთ, რომ ISRES Conferences 2026 ოფიციალურად გაიხსნა და იმართება 2026 წლის 9–11 ივლისს უნივერსიტეტის კამპუსში
     
9 ივლ

ავიცენა – ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი მოხარულია გაცნობოთ, რომ ISRES Conferences 2026 ოფიციალურად გაიხსნა და იმართება 2026 წლის 9–11 ივლისს უნივერსიტეტის კამპუსში

9–11 ივლისს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი მასპინძლობს ISRES-ის საერთაშორისო კონფერენციას, რომლებიც აერთიანებს მკვლევრებს, აკადემიურ პერსონალს, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებსა და სტუდენტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.სამდღიანი პროგრამის ფარგლებში მონაწილეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს და მონაწილეობას მიიღებენ თემატურ სესიებსა და დისკუსიებში მედიცინის, ჯანმრთელობის მეცნიერებების, საინჟინრო, საგანმანათლებლო და სხვა მომიჯნავე მიმართულებებით. კონფერენციის მიზანია სამეცნიერო ცოდნის გაზიარების, გამოცდილების გაცვლისა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის ხელშეწყობა.ავიცენა – ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტისთვის დიდი პატივია აღნიშნული საერთაშორისო ღონისძიების მასპინძლობა. უნივერსიტეტი მადლობას უხდის ყველა მომხსენებელს, დელეგატს, პარტნიორ ორგანიზაციასა და საორგანიზაციო კომიტეტს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს კონფერენციის პროგრამის ფორმირებასა და განხორციელებაში. თარიღი: 9–11 ივლისი, 2026ადგილმდებარეობა: ავიცენა – ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი, ბათუმი, საქართველო უფრო დეტალურად იხილეთ: https://www.isres.org/batumi-georgia-conferences-july-09...  
scroll up