Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, პარტნიორი Wroclaw Medical University-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულში "3rd UMW Staff Week" მონაწილეობდნენ ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის დირექტორი ხათუნა ვარშანიძე და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის ხელმძღვანელი გურამ კვასხვაძე.
კვირეულის ფარგლებში ავიცენას წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს პროფესიულ შეხვედრებსა და სამუშაო სესიებში, რომლებიც შეეხებოდა Erasmus+ 2021–2027 პროგრამას, Erasmus Without Papers (EWP) ინიციატივასა და Blended Intensive Programme (BIP) მოდელს. ასევე გაიმართა აკადემიური დისკუსიები: საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის.
ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენსსაერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც ხელს უწყობს აკადემიური გამოცდილების გაზიარებას, ინსტიტუციური განვითარების გაძლიერებასა და საერთაშორისოინტეგრაციას.
გულწრფელ მადლობას ვუხდით პარტნიორ Wroclaw Medical University-ს მსგავსი მნიშვნელობის საერთაშორისო კვირეულის ორგანიზებისა და წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობისთვის