სიხარულით გაცნობებთ, რომ ავიცენა – ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტსა და კანადის ტექნოლოგიების ინსტიტუტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი (MoU), რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენი უნივერსიტეტის ახალ საერთაშორისო პარტნიორობას.
ეს შეთანხმება ასახავს ჩვენს დამოკიდებულებას საგანმანათლებლო პროგრამების გაძლიერებისა და სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის მიმართ, საზღვარგარეთის წამყვან ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გზით.
ჩვენი პრიორიტეტი არის და დარჩება სტუდენტების ხელშეწყობა და მათი გლობალურ აკადემიურ სივრცეში ინტეგრაცია. ეს პარტნიორობა არის ჩვენი მცდელობების გაგრძელება, გავაფართოვოთ საერთაშორისო ქსელი და გავუხსნათ კარი აკადემიური და გაცვლითი შესაძლებლობებისთვის ავიცენას სტუდენტებსა თუ აკადემიურ პერსონალს.