ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი - ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ლიზი მესხიძე Erasmus+ პროგრამით რუმინეთში, Dunărea de Jos University of Galați-ში გაემგზავრება
     
27 მაი

ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ლიზი მესხიძე Erasmus+ პროგრამით რუმინეთში, Dunărea de Jos University of Galați-ში გაემგზავრება

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ლიზი მესხიძე Erasmus+ International Credit Mobility პროგრამის ფარგლებში შეირჩა და 2026–2027 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრს რუმინეთში, ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტის - Dunărea de Jos University of Galați - ბაზაზე გაატარებს.

მობილობის პროგრამის ფარგლებში სტუდენტს შესაძლებლობა ექნება სწავლა გააგრძელოს საერთაშორისო აკადემიურ გარემოში, მიიღოს ახალი საგანმანათლებლო და კლინიკური გამოცდილება, ასევე განივითაროს პროფესიული და ინტერკულტურული უნარები.

ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი აქტიურად განაგრძობს საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტუდენტური მობილობის შესაძლებლობების მხარდაჭერას. Dunărea de Jos University of Galați-თან თანამშრომლობა ხელს უწყობს აკადემიური პარტნიორობების გაძლიერებას და სტუდენტებისთვის საერთაშორისო სამედიცინო განათლების სივრცეში დამატებითი შესაძლებლობების შექმნას.

scroll up