მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ლიზი მესხიძე Erasmus+ International Credit Mobility პროგრამის ფარგლებში შეირჩა და 2026–2027 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრს პოლონეთში, ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტის - Powiślańska Academy of Applied Sciences in Gdańsk - ბაზაზე გაატარებს.
მობილობის პროგრამის ფარგლებში სტუდენტს შესაძლებლობა ექნება სწავლა გააგრძელოს საერთაშორისო აკადემიურ გარემოში, მიიღოს ახალი საგანმანათლებლო და კლინიკური გამოცდილება, ასევე განივითაროს პროფესიული და ინტერკულტურული უნარები.
ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი აქტიურად განაგრძობს საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტუდენტური მობილობის შესაძლებლობების მხარდაჭერას. Powiślańska Academy of Applied Sciences in Gdańsk-თან თანამშრომლობა ხელს უწყობს აკადემიური პარტნიორობების გაძლიერებას და სტუდენტებისთვის საერთაშორისო სამედიცინო განათლების სივრცეში დამატებითი შესაძლებლობების შექმნას.