სასწავლო პროცესი მოიცავს პერიოდს 01.03.2026 - 31.07.2026 (5 თვე).
კონკურსში შერჩეული სტუდენტი მიიღებს ჯამურად 5500 ევროს (ყოველთვიური სტიპენდია 900 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯი ჯამში 395 ევრო) ოდენობით სტიპენდიას. მგზავრობის ხარჯები თვითდაფინანსებულია სტუდენტის მიერ.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის სასწავლო პროგრამის II, III, IV, V აკადემიური წლის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.
პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული კურსების ჩამონათვალი შეგიძლიათ, იხ. ბმულზე
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე
საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 07.11.2025
კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, სტუდენტმა ელექტრონული სახით უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
- პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
- ინგლისური ენის (B2 დონეზე) ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა; (ცნობის არ არსებობის შემთხვევაში, სტუდენტი გამოცდას დაწერს უნივერსიტეტში)
- აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი ცნობა (GPA მითითებით);
- ცნობა აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- სამოტივაციო წერილი;
- (ერთი) სარეკომენდაციო წერილი ავიცენას აკადემიური პერსონალისგან;
- რეზიუმე (CV) Europass ფორმატში;
კონკურსის ეტაპები:
- საბუთების მიღება და გადარჩევა;
- შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;
- კონკურსში გამარჯვებული სტუდენტის გამოცხადება;
შესარჩევი კომისიის წევრები:
- საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის წარმომადგენელი;
- მედიცინის სკოლის წარმომადგენელი;
- ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელი;
- ადმინისტრაციის წარმომადგენელი;
შერჩევის კრიტერიუმები:
- აკადემიური მოსწრება;
- სტუდენტის მოტივაცია;
- ინგლისური ენის სათანადოდ ფლობა;
- მიღებული ცოდნის გამოყენების სამომავლო გეგმები;
შერჩეული კანდიდატებთან შემდგომი პროცედურების წარმართვა მოხდება მიმღები უნივერსიტეტის მიერ.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაეკონტაქტოთ საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურს: ir@abmu.edu.ge