ავიცენა – ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიის რეზიდენტურის პროგრამის რეზიდენტმა და მოწვეულმა ლექტორმა ნანა ნაკაშიძემ მონაწილეობა მიიღო აზია-წყნაროკეანეთის ჰეპატო-პანკრეატო-ბილიარული ასოციაციის კონგრესში (A-PHPBA 2025), რომელიც გაიმართა 2025 წლის 28-31 ოქტომბერს ბანგკოკში, ტაილანდში.
ნანა ნაკაშიძემ წარადგინა პოსტერული პრეზენტაცია - “Tailored Surgical Strategies for Multifocal Hepatic Hydatid Cysts”, რომელიც 320 მონაწილეს შორის მოხვდა საუკეთესო ელექტრონულ პოსტერების ათეულში.
კონგრესის ფარგლებში, ნანა ასევე დაესწრო რობოტული ქირურგიის ვორქშოფს, რომელიც მიზნად ისახავდა თანამედროვე ქირურგიული ინოვაციების გაცნობასა და პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებას.
ავიცენა – ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი აგრძელებს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას და ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას, დიპლომისშემდგომი განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდაჭერას, რაც ხელს უწყობს ინსტიტუციის ინტეგრაციას გლობალურ სამედიცინო საზოგადოებაში.