საბერძნეთში, ქალაქ თესალონიკში, 28 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე გამართულ დიაბეტური ნეიროპათიის შემსწავლელი ჯგუფის 33 - ე წლიურ შეხვედრაზე, ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის სახელით, უნივერსიტეტის მოწვეულმა ლექტორმა, პროფესორმა რუსუდან კვანჭახაძემ წარადგინა მოხსენება და პოსტერ პრეზენტაცია თემაზე: „დიაბეტური ნეიროპათიით გამოწვეული ამპუტაციით განპირობებული მძიმე ტვირთი საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის“.
შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო ავიცენას აკადემიურმა პირმა, ასისტენტმა ქეთევან დუნდუამ.
https://www.neurodiabgreece.gr/#/program