2025 წლის 22 მაისიდან ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს აკადემიური პერსონალის შესარჩევ ღია კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
პრეკლინიკური მიმართულება:
- პროფესორი - 1 ვაკანტური ადგილი;
- ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანტური ადგილი;
კლინიკური მიმართულება:
- ასისტენტი - 2 ვაკანტური ადგილი.
საკონკურსო ვადები:
- საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება 2025 წლის 23-27 ივნისი, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე (დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია მატერიალური ან ელექტრონული სახით - ელ. ფოსტაზე - info@abmu.edu.ge).
- საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთა დოკუმენტაციის შეფასება (კონკურსის პირველი ეტაპი) და კონკურსანტებთან გასაუბრება (კონკურსის მეორე ეტაპი) - 2025 წლის 30 ივნისიდან 04 ივლისის ჩათვლით;
- კონკურსის წინასწარი/პირველადი შედეგების გამოქვეყნება - 2025 წლის 04 ივლისი;
- კონკურსის ჩატარების პროცედურის ან საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება (აპელაცია) - 2025 წლის 07 ივლისი, 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე (ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის იურიდიულ მისამართზე: ქ. ბათუმი, ტბეთის ქ. N4, მე-4 სართული, ოთახი N402);
- კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება - 2025 წლის 09 ივლისს;
- გამარჯვებული კანდიდატების ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე რექტორის ბრძანებით დანიშვნა, აფილირების შეთანხმებების და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება - 2025 წლის 10 ივლისს.
საკონკურსო დოკუმენტაცია:
- საკონკურსო პირობები
- განაცხადი კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებით
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ელ. ფოსტა: info@abmu.edu.ge
საკონტაქტო პირი: მარიამ სუქნიძე
მობ.: +995 550 000 561