EACTS (European Association for Cardio-Thoracic Surgery) წარმოადგენს გულ-მკერდის ქირურგიის სფეროში პრესტიჟულ საერთაშორისო ასოციაციას, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებს, მეცნიერებსა და კლინიკურ პრაქტიკოსებს. ყოველწლიური კონგრესი არის პლატფორმა, სადაც განიხილება უახლესი სამეცნიერო მიღწევები, ინოვაციური ოპერაციული ტექნოლოგიები და თანამედროვე მიდგომები პაციენტთა მართვაში.
ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი აგრძელებს ინოვაციებზე, პროფესიულ სრულყოფასა და გლობალურ თანამშრომლობაზე დაფუძნებულ პროგრესს, სამეცნიერო კვლევების, საერთაშორისო პარტნიორობებისა და კლინიკური ცოდნის მუდმივი განვითარებით.