10 ნოე

ავიცენა – ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა სტუდენტებთან ერთად მონაწილეობა მიიღო სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენციაში

ავიცენა – ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო სამედიცინო განათლების მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც 30–31 ოქტომბერს გაიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით.

ფორუმმა გააერთიანა 10 ქვეყნისა და 21 ინსტიტუციის 300-მდე წარმომადგენელი, მათ შორის სხვადასხვა სამედიცინო უნივერსიტეტების, აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

კონფერენციის პროგრამა მოიცავდა პლენარულ სხდომებს, ინტერაქტიულ და თემატურ პანელებს, მცირე ჯგუფურ სამუშაო სესიებს, მოკლე ზეპირ მოხსნებებსა და სტუდენტურ პოსტერულ პრეზენტაციებს. ღონისძიება გახდა იდეებისა და გამოცდილების გაცვლის, ინოვაციური მიდგომების განხილვისა და სამედიცინო განათლების თანამედროვე გამოწვევებზე მსჯელობის მნიშვნელოვანი პლატფორმა.

ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენელთა აქტიური მონაწილეობა მსგავს ღონისძიებებში ხაზს უსვამს ინსტიტუციის ერთგულებას სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით, აგრეთვე სტუდენტთა აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობაში ჩართულობის მხარდაჭერისადმი.

 

scroll up