8 მაი

ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტმა კავკასიის ბიზნესის სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა კავკასიის ბიზნესის სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებსა და სამოქალაქო განათლების კლუბ "ამბიონის" წევრებს.

ვიზიტის მიზანი იყო ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა და სამედიცინო განათლების მიმართულებით მათი დაინტერესების წახალისება.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, სასწავლო და სიმულაციური სივრცეები, გაეცნენ უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამას და მიიღეს ინფორმაცია სამედიცინო განათლების თავისებურებებსა და კარიერულ შესაძლებლობებზე.

ასევე, დაათვალიერეს და გაეცნენ ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკის სხივური და ბირთვული მედიცინის დეპარტამენტების მუშაობის პრინციპებს, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს, სამედიცინო კვლევების სპეციფიკას, ბირთვული და სხივური მედიცინის ტექნოლოგიების გამოყენებას და არსებული სერვისების დანიშნულებას.

ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი აგრძელებს ახალგაზრდების მხარდაჭერას პროფესიული განვითარებისა და განათლების შესაძლებლობების გაფართოების მიზნით.

scroll up