ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი - ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო სამეცნიერო ფესტივალში „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა”
     
26 სექ

ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო სამეცნიერო ფესტივალში „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა”

ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.    

ავიცენა – ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტმა სამეცნიერო ფესტივალის სტუმრებს სამედიცინო მიმართულების პრაქტიკული და საგანმანათლებლო აქტივობები წარუდგინა.    

ფესტივალზე ავიცენას სივრცის სტუმრებს „ავიცენას ჯანმრთელობის პასპორტი“ გადაეცათ. აღნიშნულმა ღონისძიებას კიდევ უფრო საინტერესო და ინტერაქტიული ხასიათი შესძინა.    

ავიცენა – ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი მომავალშიც აქტიურად გეგმავს მსგავს ფესტივალებში მონაწილეობას, რაც ხელს შეუწყობს მეცნიერების პოპულარიზაციას, ახალგაზრდების დაინტერესებას სამეცნიერო სფეროთი, ასევე მათ ჩართულობას კვლევებსა და ინოვაციურ საქმიანობაში.

scroll up