2023 წლის 11 დეკემბერს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სოფიო ბერიძემ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ნინო დობორჯგინიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მხარეთა შორის შეთანხმება მიზნად ისახავს განათლებისა და მეცნიერების სფეროში ურთიერთობის განმტკიცებას. ამასთან, ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის საკითხების, ეკოლოგიური პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების მოძიების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს კონფერენციების, საჯარო ლექციების, სემინარების, ტრენინგებისა და მასტერკლასების ორგანიზებას; აგრეთვე, ურთიერთთანამშრომლობა უზრუნველყოფს უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ - მასწავლებლების პროფესიული განვითარებისკენ მიმართული ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმა - განხორციელებას.