ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი - ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტში, აშშ-ში მოღვაწე ტელენეიროჰოსპიტალისტმა - ტანვირ უ. საიედმა საჯარო ლექცია ჩაატარა.
     
25 აპრ

ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტში, აშშ-ში მოღვაწე ტელენეიროჰოსპიტალისტმა - ტანვირ უ. საიედმა საჯარო ლექცია ჩაატარა.

საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „ეპილეფსიური და არაეპილეფსიური გულყრები“.       ლექციაზე განხილული იყო ტელემედიცინის პრაქტიკული გამოყენების გზები, ინსულტზე რეაგირების თანამედროვე პროტოკოლები და ნევროლოგიური დახმარების განვითარების სამომავლო ხედვები.       საჯარო ლექციას სტუდენტებთან ერთად აკადემიური პერსონალი და ჯანდაცვის პროფესიონალები დაესწრნენ.       მადლობას ვუხდით დოქტორ საიედს მისი დროისა და ცოდნის გაზიარებისთვის და ყველა ჩართულ მონაწილეს.
scroll up