ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტური დღეები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებას, ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას და უნივერსიტეტში მეგობრული, კოლეგიალური გარემოს კიდევ უფრო გაძლიერებას.
სტუდენტური დღეების ფარგლებში დაგეგმილია მრავალფეროვანი სპორტული, კულტურული, ინტელექტუალური და გასართობი ღონისძიებები, რომელთა ორგანიზებაზეც უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა ზრუნავს. ეს აქტივობები სტუდენტებს საუკეთესო შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ნიჭი და ინტერესები აკადემიური სივრცის მიღმაც წარმოაჩინონ, პარალელურად კი გუნდური მუშაობისა და ლიდერობის უნარები განივითარონ.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი ფეხბურთში, რომელშიც სხვადასხვა კურსისა და ჯგუფის გუნდები ასპარეზობენ. ტურნირის გამარჯვებული უახლოეს დღეებში, ფინალურ შეხვედრაში გამოვლინდება.
ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი წარმატებას უსურვებს ჩემპიონატის თითოეულ მონაწილეს!