ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის უწყვეტი პროფესიული განვითარების ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას უწყვეტი სამედიცინო განათლების აკრედიტებულ პროგრამებზე.
კურსზე რეგისტრაციისთვის იხ. ბმული
1. სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი მოზრდილებსა და ორსულებში (BLS)
მისანიჭებელი კრედიტ-ქულა: 12 ECTS
კურსის ღირებულება: 180 ₾
კურსის მსმენელები:
- ყველა საექიმო სპეციალობაში სერტიფიცირებული ექიმები;
- ექთნები.
2. გადაუდებელი დახმარება სიცოცხლისთვის საშიში არითმიების დროს (ACLS)
მისანიჭებელი კრედიტ-ქულა: 18 ECTS
კურსის ღირებულება: 270 ₾
კურსის მსმენელები:
- ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი;
- ექიმი კარდიოლოგი;
- გადაუდებელი მედიცინის ექიმი.
3. პედიატრიული გადაუდებელი მდგომარეობების მართვა (PALS)
მისანიჭებელი კრედიტ-ქულა: 12 ECTS
კურსის ღირებულება: 180 ₾
კურსის მსმენელები:
- ექიმი პედიატრი;
- ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი;
- გადაუდებელი მედიცინის ექიმი;
- ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის ექიმი.
4. ორსულობის და მშობიარობისშემდგომი პერიოდის კრიტიკული დაავადებების გუნდური მართვა
მისანიჭებელი კრედიტ-ქულა: 18 ECTS
კურსის ღირებულება: 270 ₾
კურსის მსმენელები:
- ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი;
- ექიმი მეან-გინეკოლოგი.
5. ახალშობილის რეანიმაცია სამშობიარო ბლოკში
მისანიჭებელი კრედიტ-ქულა: 12 ECTS
კურსის ღირებულება: 180 ₾
კურსის მსმენელები:
- ექიმი ნეონატოლოგი;
- ექიმი მეან-გინეკოლოგი;
- ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი.
6. საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტებთან ასოცირებული სამედიცინო სერვისების ხარისხის მართვა
მისანიჭებელი კრედიტ-ქულა: 21ECTS
კურსის ღირებულება: 700 ₾
კურსის მსმენელები:
- ჰოსპიტლებისა და კლინიკების დირექტორები;
- სამედიცინო დირექტორები და კლინიკური მენეჯერები;
- ხარისხის მენეჯერები;
- კლინიკური დეპარტამენტების ხელმძღვანელები;
- ყველა საექიმო სპეციალობაში სერტიფიცირებული ექიმები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
- cpd@abmu.edu.ge
- +995 550 000 561 (WhatsApp/Viber)