ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას რეზიდენტურისა და სერტიფიცირებულ ექიმთა გადამზადების პროგრამებზე
რეგისტრაციის პერიოდი - 2024 წლის 02 დეკემბრიდან 2025 წლის 06 იანვრის ჩათვლით
რეზიდენტურის პროგრამები |
სუბსპეციალობის პროგრამები |
სერტიფიცირებულ ექიმთა გადამზადების პროგრამები |
ავიცენას რეზიდენტურის პროგრამების უპირატესობები:
- საუკეთესო შედეგების მქონე რეზიდენტების სწავლა დაფინანსდება საუნივერსიტეტო გრანტით;
- სწავლის პროცესში უმცროსი ექიმის პოზიციაზე მუშაობის შესაძლებლობა;
- სწავლების დასრულებისა და სერთიფიკატის მიღების შემდეგ ავიცენას საუნივერსიტეტო ჰოსპიტლებსა და კლინიკებში დასაქმების შესაძლებლობა.
ავიცენას რეზიდენტურისა და სერტიფიცირებულ ექიმთა გადამზადების პროგრამაზე ჩარიცხვის პროცედურა:
- პროგრამაში მონაწილეთა მსურველებს ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება;
- გადაწყვეტილება, პროგრამაში ჩარიცხვაზე მიიღება ტესტირების, გასაუბრებისა და ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების გათვალისწინებით.
საუკეთესო შედეგების მქონე რეზიდენტები დასაქმდებიან ავიცენას საუნივერსიტეტო ჰოსპიტლებსა და კლინიკებში:
- შპს „მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრი“
- შპს „მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრი“ (ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი)
- შპს „ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა“
- შპს „საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი“
- შპს „სოლომედი“
- მიიღებენ სასწავლო გრანტს.
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის დაინტერესებულმა პირებმა აუცილებელია:
- შეავსოს სააპლიკაციო განაცხადი - იხ. ბმული
- გამოგზავნოს სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია ელ. ფოსტაზე - info@abmu.edu.ge
სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა - იხ. ბმული
შენიშვნა:
ერთი მონაწილის განაცხადი მიიღება ავიცენას მიერ გამოცხადებულ მხოლოდ ერთ პროგრამაზე, თუმცა მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა კონკურსის პროცესში დააფიქსირონ მეორე სასურველი მომიჯნავე სპეციალობაც.
საბუთების მიღება მიმდინარეობს 2024 წლის 02 დეკემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ელ. ფოსტა - info@abmu.edu.ge
ტელეფონი: +995 550 000 561
საკონტაქტო პირი: მარიამ სუქნიძე